Wednesday, July 11, 2018

9 დღე

თრენინგის ბოლო დღეს ვისწავლეთ ბლოგზე გვერდების დამატება და საინტერესო ლინკების ჩასმა .დავამატეთ გვერდები და ჩავსვით ლინკებიც. შესვენების შემდეგ ყველა მონაწილემ გააკეთა საკუთარი პროექტის პრეზენტაცია და მიიღო შეფასება.

Monday, July 9, 2018

 ტრენინგის მერვე დღეს გადავხედეთ ჩვენს მიერ შექმნის დოკუმენტაციებს. შევსწორეთ , ჩავსვით პრეზენტაციაში ვორდ დოკუმენტები( გეგმა, ბუკლეტი, გაზეთი, 21 საუკუნის უნარები.)  და რედაქტირებული ვარიანტი  ავტვირთეთ ჯერ დრაივზე და შემდეგ გამოვაქვეყნეთ ბლოგზე.
ბოლოს მოგვცეს დავალება მეცხრე დღისთვის: როგორ გავუწევთ ფასილიტაციას ჩვენს მოსწავლეებს.

21 საუკუნის ციფრული ტექნოლოგიები

https://drive.google.com/open?id=1pP4L-Fzs5KVSFixKccEKK35qZ9YhSeT4

Friday, July 6, 2018

დღე 7

მეშვიდე დღეს ტრენერმა შეაჯამა წინა ტრენინგის საკითხბეი და გაგვაცნო მიმდინარე ტრენინგის გეგმა.
ტრენერმა ისაუბრა დიფერენცირებული სწავლების  საკითხზე, განვიხილეთ ყველაშესაძლო მაგალითი დიფერენცირებული სწავლებისას და პროექტის გეგმის ველში შევავსეთ  დიფერენცირებული სწავლების  პუნქტი სადაც გავწერეთ რას გააკეთებდნენ მოსწავლეები ინდივიდუალურად.
ტრენერმა დაგვყო წყვილებად შემთხვევითი შერჩევის გზით და გავუზიერეთ ერთმანეთ ჩვენი მოსწავლეების ნამუშვერები. შემდეგ გავუკეთეთ კომენტარები ერთმანეთს მოცემული ინფორმაციის მიხედვით.

Wednesday, July 4, 2018

დღე 6

მეექვსე დღის დასაწყისში ტრენერმა   მიმოიხილა პროექტის გეგმისშაბლონი  კიდევ ერთხელდაჩვენსმიერ შესრულებული სამუშაოები. ასევე განვიხილეთ საშინაო დავალება და განვათავსეთ ინფორმაცია შესაბამის ფაილებში.
ტრენერმა გაგვაცნო შეფასების რუბრიკის სხვადასხვა ფორმები როგორც განმსაზღვრელი ასევე განმავითარებელი შეფასებისთვის.
ტრენერმა მოგვცა დავალება : შეფასების რუბრიკების შექმნა ჩვენი პროექტისთვის.

Monday, July 2, 2018

პროექტის პრეზენტაცია

დღე 5

მეხუთე დღის დასაწყისში ტრენემა გაგვაცნო ტრენინგის გეგმა და ძირითადი განსახილველი საკითხები მეხუთე დღისთვის.
გავწერეთ პროცედურები პროექტის ფარგლებში და ავაწყვეთ პრეზენტაცია პროექტის შესახებ.
შემდეგ ტრენერტმა დაგვაწყვილა და წყვილებში გავუზიარეთ ინფორმაცია ჩვენი პროექტის შესახებ ერთმანეთს.
შევაფასეთ ერთმანეთის პროექტები და დავუწერეთ კომენტარები ერთმანეთს
ასევე გავეცანით ინფორმაციის სანდოობის გზებს.